გრძელ და თავგადასავლებით სავსე გზაზე პი მენი მარტო არ ყოფილა. მას გვერდით მისი ერთგული, ცხენი მიჰყვებოდა, რომელიც მზად იყო პატრონთან ერთად ნებისმიერი დაბრკოლება გადაელახა..
როდესაც ისინი საქართველოს ერთ-ერთ უღრან ტყეში მიდიოდნენ, ხეების ჩრდილებიდან მძვინვარე მგლების ხროვა გადმოხტა. მშიერი მტაცებლები კბილების ღრჭიალით ეცნენ ცხენს.
მაგრამ პი მენი წამითაც არ დაბნეულა, მან სწრაფად შემოარტყა ხელი ჰაერს და თავისი საოცარი ძალა — წყლის სტიქია გამოუშვა. მის ხელებში წყლის მბრუნავი, მანათობელი რგოლი გაჩნდა, რომელიც ცისფერ შუქს ასხივებდა. პიმენმა წყლის ფარი წინ გასწია და მგლების შეტევა ერთი მოქნევით მოიგერია. წყლის ძლიერმა ნაკადმა მტაცებლები რამდენიმე მეტრით უკან გადაისროლა. მგლები შეშინდნენ და გაიქცნენ. პიმენმა დაამშვიდა თავისი ცხენი და გზა განაგრძო.
ბევრი იარა თუ ცოტა, მალე ერთ სოფელს მიადგა. იქ მაცხოვრებლებს დიდი პრობლემა ჰქონდათ — სოფელში წყალი გამქრალიყო, რადგან მდინარის კალაპოტი სრულიად დაშრალი იყო. ადგილობრივები ძალზე დაღონებულები იყვნენ.
პიმენს გული შეეკუმშა ამის ყურებაზე და გადაწყვიტა, მათ დახმარებოდა და ტყის სიღრმეში შევიდა პრობლემის სათავის საძებნელად.
მალევე მიაგნო მიზეზს: უზარმაზარ მიწას და ქვაღორღს წყლის გზა სრულად ჩაეხერგა. წყალი ადგილზე გროვდებოდა და თუ ვინმე არ იმოქმედებდა, კაშხალი მალე გასკდებოდა და მთელ სოფელს წალეკავდა!
დრო არ ითმენდა. პიმენმა ხელები ჰაერში ასწია და წყალი მთლიანად დაიმორჩილა. წყლის ერთი ნაწილი უზარმაზარ თაღად ატყორცნა და სოფელს სასიამოვნო, მაცოცხლებელ წვიმად მოუვლინა, მეორე ნაწილი კი მშვიდად დაუბრუნა ძველ კალაპოტს. კატასტროფა თავიდან აიცილა.
როდესაც პი მენი სოფელში დაბრუნდა და ხალხის გახარებული სახეები დაინახა, გული სიხარულით აევსო. არავინ იცოდა ვინ გადაარჩინა ისინი, მაგრამ მთავარი ის იყო, რომ სოფელს წყალი დაუბრუნდა. პი მენი მიხვდა, რომ დრო იყო გზა გაეგრძელებინა — წინ სხვა თავგადასავლები ელოდა.
ნახეთ ისტორიის მოკლე ანიმაცია