ქართული ენისა და ლიტერატურის ათვისება დაწყებით კლასებში ბავშვის აზროვნების, მეტყველებისა და ანალიტიკური უნარების განვითარების ფუნდამენტია.თამაშით სწავლა ბავშვს ათავისუფლებს შეცდომის დაშვების შიშისგან, ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას და რთულ გრამატიკულ წესებს სახალისო თავგადასავლად აქცევს.განსაკუთრებული მხარდაჭერა ემიგრანტი ბავშვებისთვისჩვენი პლატფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ბავშვებისა და ემიგრანტი ოჯახების მხარდაჭერაა.უცხოეთში მცხოვრებ ბავშვებს ხშირად არ აქვთ შესაძლებლობა იარონ ქართულ საკვირაო სკოლებში ან მიიღონ რეგულარული განათლება მშობლიურ ენაზე. ადგილობრივ გარემოსთან ადაპტაციისას, მშობლიური ენის შენარჩუნება და გაღრმავება დიდ ძალისხმევას მოითხოვს.ეს საიტი სწორედ მათთვის შეიქმნა:
მშობლიური ენის შენარჩუნება: ეხმარება ბავშვებს არ დაივიწყონ ქართული ანბანი, სიტყვათა მარაგის სიმდიდრე და მართლწერის წესები.
ხალისიანი და ხელმისაწვდომი სწავლება: ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან გაუსვლელად, ბავშვებს შეუძლიათ ითამაშონ, ააწყონ სიტყვები, ეძებონ ანტონიმები და ა.შ.
კულტურული კავშირი: თამაშით სწავლა ქმნის მჭიდრო ემოციურ კავშირს სამშობლოსთან და ქართულ კულტურასთან.
ქვემოთ წარმოდგენილი ინტერაქციული სავარჯიშოები და თამაშები სპეციალურად არის მორგებული 1-ლი, მე-2 და მე-3 კლასის სასწავლო პროგრამას:
სიტყვების აწყობა და ანაგრამები — კითხვის უნარის დასახვეწად.
ანტონიმები და სინონიმები — ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად.
იპოვე ჭიქის ქვემოთ დამალული ასო, თამაში ყურადღებისა და ლოგიკის გასავითარებლად. . წესი: დააჭირეთ ჭიქას, დააკვირდით დამალულ გამოსახულებას და აირჩიეთ სწორი პასუხი.
ინტერაქტიული ბარათები სურათისა და ასოს ურთიერთკავშირის დასამახსოვრებლად.. წესი: დააჭირეთ ბარათს, ამოატრიალეთ ის და ნახეთ, რომელი ასო შეესაბამება გამოსახულ სურათს.
იპოვე ზედმეტი — რომელი არ იწყება მოცემული ბგერით? წესი: დააკვირდით ეკრანზე გამოჩენილ სურათს და იპოვეთ, რომელი გამოსახულება არ იწყება მითითებული ასო-ბგერით.
იპოვეთ შესაბამისობა ასოებსა და სურათებს შორის. თამაში ეხმარება პატარებს ქართული ანბანის იოლად ათვისებაში, ავითარებს ვიზუალურ მეხსიერებას, ყურადღებასა და ლოგიკურ აზროვნებას.
ბავშვებმა უნდა იპოვონ კავშირი ასოებსა და სურათებს შორის — აიღონ ნახატი და ჩასვან იმ ასოს ჯგუფში, რომელზეც ამ ნახატის სახელი იწყება. თამაში ეხმარება პატარებს ბგერითი ანალიზის უნარის განვითარებაში და ამდიდრებს ლექსიკას.
პატარებმა უნდა მოძებნონ ერთმანეთის საპირისპირო სიტყვები და დააკავშირონ წყვილებად. თამაში მნიშვნელოვნად ამდიდრებს ბავშვის ლექსიკურ მარაგს, უვითარებს ლოგიკურ აზროვნებას, მეხსიერებასა და დაკვირვების უნარს.
ბავშვები ეძებენ სიტყვებს, რომლებსაც ერთი და იგივე შინაარსი აქვთ და აკავშირებენ წყვილებად. თამაში ეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში, მეტყველების განვითარებასა და ლოგიკურ აზროვნებაში.
ბავშვები ეცნობიან სიტყვებს და ახარისხებენ მათ სამ ჯგუფად: არსებით სახელად, ზედსართავ სახელად და ზმნად. თამაში ეხმარება მოსწავლეებს გრამატიკული ცნებების გააზრებაში, კითხვების სწორად დასმასა და ლექსიკური მარაგის განმტკიცებაში.
გახსოვდეს! ქართულ ენაში კითხვა „ვინ?“ დაესმით მხოლოდ ადამიანებს, ხოლო ყველა სხვა ობიექტს (ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებსა და ნივთებს) დაესმით კითხვა „რა?
თამაშში მოცემულია სხვადასხვა ტურები, რომელთა დახურვის შემდეგაც მიაღწევთ ჩემპიონობას.