მათემატიკური აზროვნება და ლოგიკა დაწყებით ასაკში ყალიბდება. ხშირად, პატარებისთვის რიცხვებთან, შეკრება-გამოკლებასთან ან გეომეტრიულ ფიგურებთან შეხება სტრესთან ასოცირდება. თამაშით სწავლების მეთოდოლოგია მათემატიკას მშრალი ფორმულებიდან საინტერესო, თვალსაჩინო და მხიარულ პროცესად გარდაქმნის.ინტერაქციული სავარჯიშოები ბავშვს ეხმარება, რიცხვითი სიდიდეები აღიქვას ვიზუალურად, განუვითარდეს სივრცითი აზროვნება და სწრაფი ანგარიშის უნარი.მხარდაჭერა ემიგრანტი მოსწავლეებისთვისუცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის მათემატიკის მშობლიურ ენაზე ათვისება ორმაგად მნიშვნელოვანია. სხვადასხვა ქვეყნის სასწავლო პროგრამა ხშირად განსხვავდება, თუმცა ქართულ ენაზე მათემატიკური ტერმინოლოგიის (თანრიგები, ასეულები, ლუწ-კენტობა, საათის ცნობა) ცოდნა ბავშვს უნარჩუნებს აკადემიურ კავშირს ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.ჩვენი პლატფორმა ემიგრანტ ოჯახებს აძლევს საშუალებას, სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ დაეხმარონ შვილებს მათემატიკური უნარების განვითარებაში.რას იპოვით ამ გვერდზე?
რიცხვის თანრიგები: ერთეულების, ათეულებისა და ასეულების გააზრება.
10-ზე მეტი და 10-ზე ნაკლები თამაში, რომელიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ეხმარება რიცხვების შედარებაში, მიმატება-გამოკლების უნარების გაწაფვასა და ლოგიკურ აზროვნებაში. წესები: დააკვირდით ეკრანზე გამოჩენილ მათემატიკურ მაგალითს. გამოიანგარიშეთ და გადაანაწილეთ სწორ ჯგუფში
წესი: დააკვირდით რიცხვების მწკრივს (1-დან 5-მდე), იპოვეთ რომელი რიცხვი აკლია და აირჩიეთ სწორი პასუხი ქვედა ვარიანტებიდან.მიზანი: რიცხვების მიმდევრობის სწავლა და ლოგიკური აზროვნების განვითარება.
თამაშში ბავშვებმა უნდა გამოიანგარიშონ მაგალითები, შემდეგ ჩასვან იმ ჯგუფში, რომელიც მისი ჯამის ტოლია. თამაში ეხმარება პატარებს ანგარიშის სწრაფად ათვისებაში, ავითარებს ლოგიკურ აზროვნებასა და ყურადღების კონცენტრაციას.
ბავშვებმა უნდა გამოიანგარიშონ მოცემული მაგალითები და აირჩიონ, რომელი ჯამია მეტი. თამაში ეხმარება პატარებს სწრაფი ანგარიშის უნარის განვითარებაში, რიცხვების სიდიდის აღქმასა და ლოგიკურ აზროვნებაში.
თამაშში ბავშვები სწავლობენ რიცხვების დაჯგუფებასა და დახარისხებას მათი თვისებების მიხედვით. თამაში ეხმარება პირველკლასელებს ლუწისა და კენტის ცნების გააზრებაში, ამყარებს მათემატიკურ აზროვნებასა და ავითარებს ყურადღების კონცენტრაციას.
ამ თამაშში ბავშვები აკვირდებიან ციფერბლატს, ისრების განლაგებას და სწავლობენ საათების ამოცნობას. თამაში ეხმარება დროის შეგრძნებისა და რიცხვითი აღქმის განვითარებას.
ბავშვები ითვლიან მარტივ მაგალითებს და ადარებენ მიღებულ პასუხს მეორე რიცხვთან. თამაში ეხმარება ზეპირი ანგარიშის, ლოგიკური აზროვნებისა და შედარების უნარების განმტკიცებაში.
ამ თამაშში ეცნობიან ფულის ერთეულებს (ლარს), ითვლიან ნივთების ჯამურ ღირებულებას და ანგარიშობენ დასაბრუნებელ ხურდას 10-ისა და 20-ის ფარგლებში. თამაში ეხმარება მოსწავლეებს ზეპირი ანგარიშის, გამოკლების უნარისა და ყოველდღიური ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების განვითარებაში.
მოსწავლეები სწავლობენ ორნიშნა და სამნიშნა რიცხვების დაშლას ერთეულებად, ათეულებად და ასეულებად. თამაში ეხმარება ბავშვებს რიცხვითი აზროვნებისა და ანგარიშის უნარების განვითარებაში.