პი მენი მიადგა გერგეთის ულამაზეს მთებს, ცხენზე ამხედრებული სეირნობდა ამ ადგილებში და თან ფიქრობდა: -გერგეტის სამება თითქოს ცასა და მთებს შორის აგებული პატარა სასწაულია. აქ ისეთი მშვიდი გარემოა, რომ ადამიანს უნდა ცოტა ხნით გაჩერდეს და ამ საოცარ სილამაზეს უბრალოდ უყუროს.
ამ ფიქრებში რომ იყო, უეცრად ყვირილი გაიგონა — გაიხედა და დაინახა, რომ კაცი ციცაბო კლდიდან ვარდებოდა და განწირული შველას ითხოვდა.
პი მენი წამითაც არ დაბნეულა. მან სწრაფად გაიშვირა ხელები და თავისი უნიკალური ძალა გამოიყენა — მთის ძირისკენ უზარმაზარი, ძლიერი წყლის ჭავლი გაისროლა. წამებში, იმ ადგილას ტბა გაჩნდა. კაცი ზუსტად ამ ტბაში ჩავარდა, წყალმა რბილად დააკავა, ნაპირზე გამორიყა და სიცოცხლე შეუნარჩუნა.
კაცი ვერ ხვდებოდა საიდან გაჩნდა აქ უცებ ეს ტბა და ვინ გადაარჩინა?
სამაგიეროდ, ეს წარმოუდგენელი სანახაობა იქვე მყოფმა წყვილმა დაინახა. სიხარულისა და გაოცებისგან არ იცოდნენ რა ექნათ. ისინი სასწრაფოდ მიცვივდნენ პი მენს: — შენ სასწაული ჩაიდინე! ნამდვილი გმირი ხარ! როგორ შეძელი ეს?! — ეძახდნენ ისინი.
მაგრამ პი მენმა პასუხი არ გასცა. მან უბრალოდ გააჭენა თავისი ერთგული ცხენი და წამებში იქაურობას მოშორდა.
თუმცა, ასეთი ამბები დაფარული არ რჩება. მალე პი მენის გმირობის ამბავი მთელ საქართველოში გავრცელდა. ყველა ლაპარაკობდა უცხო კაცზე, რომელსაც სახეზე საქართველოს დროშის ნიღაბი ეკეთა — ნამდვილ ქართველ სუპერგმირზე, რომელიც ყველას ეხმარება, ვისაც გასაჭირი აქვს.