იყო და არა იყო რა, იყო ერთი პატარა გოგონა, სახელად ნიტა, რომელიც ოცნებობდა, გამხდარიყო პრინცესა დიდი სასახლიდან. ნიტას ძალიან უყვარდა ცეკვა და სიმღერა.
ერთხელაც მან შეაბიჯა ბალეტის საოცარ სამყაროში, სადაც გოგონები ლამაზი, გაშლილი კაბებით დაფარფატებდნენ. ყოველი გაკვეთილის წინ ნიტა უყურებდა თაროზე დალაგებულ ოქროსფერ თასებს და გულში ნატრობდა, რომ ერთ დღეს მასაც ჰქონოდა ასეთი.
ნიტა დიდი სიხარულითა და მონდომებით სწავლობდა თითოეულ ილეთს. და აი, დადგა ის დიდი დღეც! ნიტა დიდ სცენაზე, ათასობით მაყურებლის წინაშე გამოვიდა და ნამდვილი ბალერინასავით აცეკვდა. მან ისე ოსტატურად იცეკვა, რომ საპატიო ოქროსფერი თასი გადასცეს.
იმ წუთას ნიტამ თავი ნამდვილ პრინცესად იგრძნო და მიხვდა მთავარ საიდუმლოს: იმისათვის, რომ პრინცესა იყო, სულაც არ არის საჭირო სასახლეში ცხოვრება!
დასასრული