მშობლის გაბრაზებას ბავშვის აღზრდაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და ზოგჯერ საჭიროცაა. აღმზრდელობითი საშუალებების არსენალიდან ბრაზს მხოლოდ ისინი გამორიცხავენ, ვისაც შვილზე უკვე ხელი აქვს ჩაქნეული. თუ მშობლისთვის შვილი სულ ერთი არ არის, იგი გაბრაზებას გვერდს ვერაფრით ვერ აუვლის. მთავარია ვიცოდეთ, როდის უნდა გავბრაზდეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვს რისხვა უმიზეზოდ უნდა დავანთხიოთ თავს, არც იმას, თითქოს ბავშვები ძალადობისა და ჩხუბის ობიექტები უნდა იყვნენ. იმას ემსახურება, რომ ბავშვმა იცოდეს, მშობელს გაბრაზებაც შეუძლია და უნდა ნიშნავდეს გაფრთხილებას: ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი.
გაბრაზება მაშინ არის გამართლებული, როცა თქვენ შვებას მოგგვრით, თქვენს შვილს კი რაიმეში სასიკეთოდ წაადგება. გადაჭარბება არ ივარგებს. წამალი ავადმყოფობაზე უარესი არ უნდა იყოს.
როცა რისხვა გვიპყრობს, თითქოს გონიერებას ვკარგავთ, ბავშვებს ისე ვექცევით, როგორც მოსისხლე მტრებს. ვუყვირით, საკმაოდ უკიდურესად მოვიხსენიებთ, როცა რისხვა გაგვივლის, მაშინვე ვიაზრებთ საკუთარ საქციელს და თავს ვაძლევთ პირობას, რომ ეს აღარ განმეორდება. ვაი რომ ცოტა ხანში ბრაზი კვლავ იფეთქებს და ჩვენი მშვენიერი გაზრახვა უკვალოდ ქრება.
ბავშვები მათი მეგობრების თანდასწრებით არასოდეს არ უნდა გავლანძღოთ, თუმცა ისინი თითქოს ჯიბრზეო, სწორედ მეგობრების დასანახავად იქცევიან ხოლმე განსაკუთრებულად გამომწვევად.
სრული უფლება გავაქვს გამოვხატოთ საკუთარი გრძნობები, ოღონდ ერთი პირობით: გაბრაზებისას არ უნდა შევეხოთ ბავშვის პიროვნებასა და მის ხასიათს. სიტყვებს შეუძლია გააძლიეროს და ენერგიით დამუხტოს ადამიანი ან დააშინოს და გაანადგუროს იგი, როდესაც ვამჩნევთ, როგორც ცდილობს ბავშვი რაიმეს გაკეთებას და შემდეგ ამას ღირსეულად ვაფასებთ, ამით მას ვეხმარებით ოპტიმიზმის სავსე, ღირსების მქონე ადამიანად გაიზარდოს, თუ ამის საპირისპიროდ ვიქცევით და ბავშვის მცდელობას ჯეროვნად არ ვაფასებთ მაშინ შიშისა და საკუთარი თავისადმი უპატივცემულობის გრძნობას ვაღვივებთ.
თუკი ოჯახში პრობლემები შეიქმნება, მათი გადაჭრის გზებს ვეძებთ და ბრალდებაზე და კრიტიკაზე არ გადავდივართ. გარდაუვალმა გაბრაზებამაც კი შეიძლება იარლიყების მიკერებისა და ბრალდებების გარეშე ჩაიაროს. საჭიროა ჩვენი გაბრაზების მიზეზი ავხსნათ, ჩვენი შინაგანი რეაქცია გამოვხატოთ და სასურველ მოქმედებაზე მივუთითოთ. მაგალითად: ,,როცა ვხედავ, რომ ფეხსაცმელები, წინდები, პერანგები და ჯემპრები მთელ ოთახში მიმოფანტულია, ძალიან ვბრაზდები, მინდა ფანჯარა გამოვაღო და ეს ყველაფერი ქუჩაში გადავყარო.''
არაფერია გასაკვირი, თუკი პატარა ბავშვი ცდილობს მშობლის რისხვისაგან თავი დაიცვას. მას ბრალდებების კორიანტელს წაუყენებს, მათ შორის ყველაზე გულისამაჩუყებელს, შენ ხომ არ გიყვარვარ დედა კი უპასუხებს, როგორ არა, მიყვარხარ, მაგრამ ამას ისეთი მრისხანი ხმით იტყვის, რომ ბავშვი ნამდვილად არ დამშვიდდება. სიყვარულისკენ რომ მოუწოდებს ამ ეშმაკური ხერხით პატარა ცდილობს აქცენტი მშობლებზე გადაიტანოს და აიძულოს შვილის წინაშე თავი იმართლოს კიდეც. მშობელმა ბავშვის პროვოკაციას შემდეგნაირად უნდა უპასუხოს: ახლა სიყვარულზე ლაპარაკის დრო არ არის, ახლა იმაზე უნდა ვილაპარაკოთ, რამაც გამაბრაზა. რაც უფრო გაბრაზებულია მშობელი, მით მეტი მოთხოვნილება უჩნდება ბავშვს დარწმუნდეს, რომ ის უყვართ. მაგრამ მრისხანე ტონით ნათქვამ სიტყვებში როგორ არ მიყვარხარ, ბავშვი მაინც ვერაფერს იგრძნობს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ კი უბრაზდებიან, ეს მის უარყოფას არ ნიშნავს და არც მის მიტოვებას აპირებენ, ხოლო თუ ძვირფასი ადამიანი მის მიმართ ამ სიყვარულს გაბრაზების დროს არ გამოხატავს, ეს დროებითი მოვლენაა. სიყვარული ისევ დაბრუნდება, როგორც კი ბრაზი გაივლის.