კრიტიკა და შეფასების შემცველი შექება ერთი მედლის ორი მხარეა, ორივე შეფასებაა. მას თავი რომ ავარიდოთ, ფსიქოლოგები ბავშვზე ზემოქმედების მოსახდენად, კრიტიკას არ იყენებენ. კრიტიკით მშობლები ბავშვის ინდივიდუალურ თვისებებსა და მათ ხასიათს ეხებიან. რეკომენდაციით კი პრობლემის გადაჭრის გზებს უჩვენებენ, რაც სრულიად გამორიცხავს ბავშვის პიროვნების უარყოფითად შეფასებას.
როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც სასურველია, იმის დრო არ არის დამნაშავეს მის თვისებებზე საუბარი დავუწყოთ. ასეთ დროს ჯობვს ვისაუბროთ მოვლენაზე და არა ადამიანზე.
წარმოიდგინეთ, რომ საყვარელ ადამიანთან ერთად მგზავრობთ და ამ დროს არასწორი მიმართულებით შეუხვიეთ. ნუ თუ უპრიანი იქნებოდა მას რომ ეთქვა: "იქით რატომ არ შეუხვიე, ნიშანი როგორ ვერ შეამჩნიე, უკან იმდენი ნიშანი როგორ ვერ დაინახე, ამას ბრმაც კი დაინახავდაო". განა ამ დროს გვერდით მჯდომისგან სიყვარულის მოზღვავებას იგრძნობდით და საკუთარ თავს ეტყოდით: "სასწრაფოდ უნდა ვისწავლო მანქანის უკეთ ტარება, რათა ჩემს საყვარელ ადამიანს ვასიამოვნოო"? თუ გაგიჩნდებოდათ სურვილი ისევ უტაქტოდ გეპასუხათ. განა უფრო სასარგებლო არ იქნებოდა თანაგრძნობით ნათქვამი: "რა საწყენია, საყვარელო", ან საჭირო ცნობის შემცველი ფრაზა: "აქედან 11 მილში გასასვლელია".
განვიხილოთ შემდეგი მაგალითი:
ექვსი წლის ფლორამ დაიჩივლა, რომ ბოლო დროს მის ძმას მასზე უფრო ხშირად ასაჩუქრებდნენ. დედამ ეს ბრალდება არ უარყო, იმის ახსნაც არ დაუწყია, რომ ძმა უფროსია და მეტ საჩუქარსაც ამიტომ იღებს. არც ამ უსამართლობის გამოსწორებას შეჰპირებია. მან კარგად იცოდა, რომ ბავშვს ამ შემთხვევაში საჩუქრები კი არა, არამედ მშობლების მასთან დამოკიდებულება აღელვებდა. ამიტომ შვილს უთხრა: შენ გგონია, ისე ძალიან არ მიყვარხარ, როგორც შენი ძამიკო? და ზედმეტი მსჯელობის გარეშე შვილი გულში ჩაიკრა. გოგონამაც მაშინვე ბედნიერი ღიმილით უპასუხა. ასე დამთავრდა ეს საუბარი, სხვა შემთხვევაში იგი შეიძლებოდა დაუსრულებელ კამათში გადაზრდილიყო.
ბავშვის კითხვები ხშირად იმას მოასწავებს, რომ მას რაიმეს დადასტურებას სწყურია, ასეთ შემთხვევაში, საუკეთესო პასუხი მასთან ჩვენი ურთიერთობის სიმყარის დადასტურებას უნდა გამოხატავდეს.