მშობლებმა შვილებთან ურთიერთობის განსაკუთრებული მეთოდი უნდა გამოიმუშაონ, მათ უნდა იცოდნენ სად და როგორ გამოიყენონ სიტყვები, რადგან სიტყვები ზოგჯერ დანაზე უფრო ბასრი შეიძლება აღმოჩნდეს. სიტყვებით თუნდაც გარეგნულად უხილავი, მაგრამ შინაგანად ძალზე მტკივნეული სულიერი ჭრილობის მიყენება შეიძლება.
რითი დავიწყოთ, თუკი გადავწყვიტეთ, რომ დროა, შვილებთან ურთიერთობა გავაუმჯობესოთ? საკუთარი თავით. უნდა შევისწავლოთ ჩვენი რეაქციები, პასუხები.
როგორ ვექცევით სტუმარს, რომელსაც, მაგალითად, ჩვენთან ქოლგა დარჩა? უკან ხომ არ მივდევტ ყვირილით: ,,რა გემართება, ყოველთვის, როცა ჩვენთან მოდიხარ, აუცილებლად რარაც უნდა დაგრჩეს, ხან რა და ხან - რა. რატომ არ შეიძლება შენს დას ჰგავდე?! მან ხომ ასე კარგად იცის, სტუმრად როგორ მოიქცეს?! ნუთუ არასდროს მოხდება შენი გამოსწორება?! მინდა დაიმახსოვრო, რომ მე შენი მონა არა ვარ და არც ვალდებული ვარ, კუდში გდიო და შენი ნივთები ვკრიბო. ალბათ, თავსაც დაკარგავდი სადმე, მხრებზე რომ არ გებას.'' არა, ჩვენ სტუმარს ასე არასდროს ვეუბნებით, ქოლგას გავუწვდით და ვეტყვით: ,,ქოლგა გრჩება, ელის'', და სულაც არ ვამატებთ, შე დაბდურაო.
ჰოდა, შვილებსაც ისე უნდა მოვეპყროთ, როგორც სტუმრებს ვეპყრობით ხოლმე.
მშობლებმა აღზრდის ჰუმანური მეთოდები უნდა შეისწავლონ. სიყვარული საკმარისი არ არის. არც გამჭრიახობაა საკმარისი. კარგ მშობლებს შესაბამისი ცოდნა უნდა ქონდეთ.